სერგეი ლავროვი – დასავლეთმა უარი უნდა თქვას სამხედრო ობიექტების შექმნაზე ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე, საუბარია უარზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ

დასავლეთის ქვეყნებმა უარი უნდა თქვან სამხედრო ობიექტების შექმნაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განიარაღების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელი კოლეგები ჯერჯერობით არ აჩვენებენ მზაობას, რომ რუსეთს უსაფრთხოების ხანგრძლივი იურიდიული გარანტიები მისცენ.

„საუბარია უარზე ნატო-ს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის ბუქარესტის ფორმულის გაწვევაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ. დასავლეთის ქვეყნებმა უარი უნდა თქვან სამხედრო ობიექტების შექმნაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, მათ შორის მათი ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე ნებისმიერი სამხედრო საქმიანობის წარმოებისთვის. დაბოლოს, სამხედრო პოტენციალი, მათ შორის ნატო-ს შეტევითი პოტენციალი და ინფრასტრუქტურა უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას, როდესაც გაფორმდა რუსეთი-ნატოს ფუნდამენტური აქტით. ჩვენთვის ამ მიზნების მიღწევას პრინციპული მიზანი გააჩნია“, – განაცხადა ლავროვმა.