თქვენ მართლა საცოდავებო, დღეს ქვეყანა არ დატოვოთ ევროკავშირის გარეშე, თორემ ზედ გადაგივლით ხალხი! – თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ,,ქართულ ოცნებას” მიმართა ევროკავშირის გარეშე საქართველო არ დატოვონ, თორემ ამას ხალხი მათ არ აპატიებთ.

ჩარკვიანმა ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

,,თქვენ მართლა საცოდავებო, დღეს ქვეყანა არ დატოვოთ ევროკავშირის გარეშე, თორემ ზედ გადაგივლით ხალხი! 2012 წელს რომ გვცოდნოდა ჯაბანი ხალხი ხართ, ხმას მოგცემდით?! რა უბედურებაა ეს, რაზე ვლაპარაკობთ, რას ჰგავს ეს ყველაფერი? იმის მაგივრად, რომ ერთი შანსი აქვს ქვეყანას დარჩენილი და როგორმე ეს გამოვიყენოთ, ჩვენ რომ ეს განცხადება გავაკეთოთ ახლა რადგან გვეშინია იმ დღეში არ აღმოჩნდეს ჩვენი სახელმწიფო, რა დღეშიც ახლა უკრაინაა, ეს რა, ომის დაწყებას ნიშნავს? აბა, რა ვქნათ? იზოლირებაში გინდათ ჩვენი სახელმწიფო მოათავსოთ? ვინ ამბობს რომ შევიარაღდეთ და შევუვარდეთ რუსებს? სად გვაქვს ჩვენ ამისი საშუალება? მაგრამ ღარიბაშვილის ტონალობა, რომ პარლამენტს თავისი საქმე აქვს და ომი უკრაინაში მიდის, ამის თქმას როგორ აბედინებთ, რომ ჩვენს ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენოს?“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.