უკრაინული მედია: ბელარუსის ჯარები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ

ბელარუსის ჯარები ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ, – ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი ტარას ტოპოლია და სხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ცნობისთვის, ლუკაშენკომ, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა, განაცხადა რომ ბელარუსის არმია არ იღებს მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში და არც არასდროს მიუღია.