კახა კუჭავა – ვისაც სჯერა, შეგვიძლია, გავატაროთ, არ შეიძლება, სერიოზული კომენტარი გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე

არ შეიძლება, კომენტარი სერიოზულად გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც სჯერა, შეგვიძლია, გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის ფეიკვიდეო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

„ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, ცრუ ინფორმაცია არ გავრცელდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.