ჯონდი ბაღათურია: უპატრონო ქვეყანაში ეტყობა ყველაფერი ”მოსულა”!

   „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ უპატრონო ქვეყანაში ეტყობა ყველაფერი ”მოსულა”.

   -„პარადოქსია, მაგრამ უპატრონო ქვეყანაში ეტყობა ყველაფერი ”მოსულა”!!!

ნიკა გვარამიამ, ( ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ამჟამად კი ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” გენდირექტორმა ), რომლის გენპროკურორობის დროს და რომლის ხელშეწყობითაც, ღია და აშკარა შანტაჟით და ძალადობით, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიითვისა ქიბარ ხალვაშის საკუთრება ( ტელეკომპანია ”რუსთავი 2 ”) მიმართა დღევანდელ პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ”მოთხოვნით” რომ ჩაერიონ საქმეში და შეცვალონ სასამართლოს გადაწყვეტილება …

დიახ, დიახ პირდაპირ ასე მოითხოვა …

და თუ ასე არ მოიქცევიან დაიტოვა აჯანყების უფლება …
( აი აქ უნდა გავიცინოთ ალბათ, თუ უნდა ვიტიროთ ??? )

უბრალოდ დაავიწყდა რომ სრულიად გაკოტრებულია თვითონაც, მიშა და მისი ბანდაც და არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნიათ ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად …

P.S. ხო მართლა, პარტიები და არასამთავრობოები უკვე დავიბარეო ოფისშიო …“-აცხადებს ბაღათურია.

კომენტარის დატოვება