უკრაინის გენპროკურატურა ომის შედეგად დაღუპული ბავშვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 421 ბავშვი დაიღუპა, 790 კი დაშავდა. გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი – 405
  • ხარკივი – 252
  • კიევი – 116
  • მიკოლაივი – 75
  • ჩერნიგოვი – 68
  • ლუჰანსკი – 64
  • ხერსონი – 57
  • ზაპოროჟიე – 54
  • დნეპროპეტროვსკი – 30

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2608 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, ხოლო მთლიანად განადგურდა 313.