მარიუპოლში ოკუპანტები 33 წლის ქალს 6 წლის შვილის თვალწინ აუპატიურებდნენ, ბავშვი კი გაჭაღარავდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მარიუპოლში რუსი ოკუპანტები ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში, რიგრიგობით, 6 წლის შვილის თვალწინ აუპატიურებდნენ.

33 წლის ქალი მიყენებული დაზიანებებით დაიღუპა.6  წლის ბავშვი გაჭაღარავდა.

“ეს საშინელებათა ფილმი არ არის. გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა – ეს არის ის, რაზეც რუსული სამყარო დგას”. – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.