ჯანმო: ევროპა მსოფლიოში ერთადერთი რეგიონია, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ იზრდება

ევროპაში, ბოლო კვირაში,  კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10%-ით გაიზარდა. მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ევროპა მსოფლიოში ერთადერთი რეგიონია, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ იზრდება.

ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების თითქმის 2/3 (1.9 მილიონი შემთხვევა) ევროპაში დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 7%-იან ზრდას წარმოადგენს.