რატი იონათამიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველაფერი აქციოს შოუდ, ამისთვის ნებისმიერი პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ, თუმცა ყოველ ჯერზე ფლავდებიან

სასამართლო პროცესი ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ყველა საპროცედურო წესები იყო თანხვედრაში კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველაფერზე ისეთი სურათი შექმნას, რომელიც რეალურად არ არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველაფერი აქციოს შოუდ და ყველაფერზე ისეთი სურათი შექმნას, რომელიც რეალობაში არ არის. ამისთვის ნებისმიერი პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ, თუმცა ყოველ ჯერზე ფლავდებიან და არასდროს გამოუვათ ამ სცენარის განხორციელება. სასამართლო პროცესი ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ყველა საპროცედურო წესები იყო თანხვედრაში კანონმდებლობასთან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და არ ის, რომ რაღაც შოუდ იყოს წარმოჩენილი ეს პროცესი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.