ალექსანდრე რაქვიაშვლი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე დეპუტატის მანდატი დათმონ

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა რამდენიმე პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილისთვის ერთგულების დამტკიცების მიზნით გადაწყვიტა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომ სააკაშვილის მოწოდების გამო მანდატები დათმონ.

„საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადება რამდენიმე პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთგულების დასამტკიცებლად გადაწყვიტა. მისი მოწოდების შემდეგ გაიქცნენ და განაცხადეს მანდატებს დავტოვებთო. როდესაც სააკაშვილმა უკან დაიხია და თქვა მანდატების დატოვება არაა საჭიროო, მათაც უკან დაიხიეს და ბოიკოტზე ალაპარაკდნენ. ეს უბრალოდ მიუთითებს, იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი არ არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომ მათი ლიდერის გამო დეპუტატის მანდატი დათმონ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.