კახა კალაძე 56,1%, ნიკა მელია – 28,3%, გიორგი გახარია 6% – „ქართული ოცნების“ კვლევით, თბილისის მერის არჩევნებში კალაძე ლიდერობს

პარტია „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებით, თბილისში კახა კალაძე ლიდერობს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

კახა კალაძე – 56.1%;

ნიკანორ მელია – 28.3%;

გიორგი გახარია – 6.2%;

ანა დოლიძე – 2.2%;

ანა ბიბილაშვილი – 1.9%;

გიორგი ლომია – 1.3%;

თამარ კეკენაძე – 0.9%;

მიხეილ ქუმსიშვილი – 0.7%;

სხვა კანდიდატები 2.4%.

კვლევის საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა და 2 975 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 3%-ია.