გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილის მოწოდებაა, ციხეს ადამიანების მასა მიაწყდეს, აჯანყება მოაწყოს, გამოიყვანოს ციხიდან და რევოლუციით რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს

სააკაშვილის მოწოდებაა, ციხეს ადამიანების მასა მიაწყდეს, აჯანყება მოაწყოს, გამოიყვანოს ციხიდან და რევოლუციით რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებტან საუბრისას.

„თქვენი მხრიდან კითხვა იყო, რომ დაგვესახელებინა, მიხეილ სააკაშვილმა როდის თქვა, რომ მას სურს, რევოლუცია ან აჯანყება. ამას ვეღარ მალავს და პირდაპირ ამბობს, რომ ციხიდან გამომიყვანეთ და რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავო. გამომიყვანეთ ციხიდან რას ნიშნავს? მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილება არსებობს და ერთადერთი მისი შეწყალება პრეზიდენტს შეუძლია, რომელიც ამაზე უარს ამბობს.

ანუ, იმას გულისხმობს, რომ ციხეს ადამიანების მასა მიაწყდეს, აჯანყება და რევოლუცია მოაწყოს და ასე გამოიყვანოს ციხიდან და რევოლუციით რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს. ამით პირდაპირ საზოგადოებას მოუწოდა, არაკანონიერად შეიკრიბონ, ციხიდან არაკანონიერად დაიხსნას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.