მიხეილ სარჯველაძე – მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ხელისუფლება არ ერეოდეს ისეთი საკითხების გადაჭრაში, რაც ექსკლუზიურად სასამართლო ხელისუფლების თემაა

არ მგონია, რომ ეს სწორი შენიშვნაა პოლიტიკური თვალსაზრისით. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა იმ პრინციპებიდან არის, რომლის უზენაესობაც ძალზედ მნიშვნელოვანია თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით,სასამართლოს დამოუკიდებლობაში იგულისხმება ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კომპოზიცია დაფუძნებული უნდა იყოს მოსამართლეთა თვითმმართველობაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ხელისუფლება არ ერეოდეს ისეთი საკითხების გადაჭრაში, რაც მთლიანად ექსკლუზიურად სასამართლო ხელისუფლების საკითხია. ვფიქრობ, რომ ამის არც დადებითი და უარყოფითი პოლიტიკური კუთხით არ ღირს. არ მგონი, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. როცა სიჩქარეზე საუბარია, უმჯობესია, ხარისხზეც ვისაუბროთ. იქნებ, ჩქარა სწორი ან უსწორო გადაწყვეტილებაა. უფლება არ გვაქვს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისაუბროთ, თავად არჩევანის ავკარგიანობაზე, ეს არის სასამართლო ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.