“ეს ბრძოლა გაგრძელდება…” – მიხეილ სააკაშვილის წერილი “ვივა მედიდან”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედის” საკნად ქცეული პალატიდან წერილს ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:

“მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურაბ ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს, ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისა და ადამიანურობისთვის.

ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება. მაგრამ ქართველები გულხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას” , – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.