„არ არის სწორი, როცა პოლიტიკოსი შურისძიებით არის დაკავებული…“

განათლების სისტემაში დაანონსებული რეფორმები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მინისტრის რამდენიმე განცხადებამ კი საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია მიიჩნევს, რომ განათლების სისტემას უნდა ჩამოშორდნენ ნაციონალური მოძრაობის ის კადრები, რომლებიც დანამდვილებით ვიცით, რომ დანაშაულს სჩადიოდნენ.

-„მე არ ვარ ბუნებით შურისმაძიებელი და საერთოდ არ არის სწორი, როცა პოლიტიკოსი შურისძიებით არის დაკავებული, მაგრამ დამნაშავემ პასუხი ყოველთვის უნდა აგოს. თუ განათლების სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც ვიცით, რომ ნამდვილად სჩადიოდნენ დანაშაულს, მათ პასუხი უნდა აგონ, მაგრამ თუ  იმ დროს ვიღაც სადღაც მუშაობდა და კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის საქმეს, იმას არ უნდა შევეხოთ, ისინიც ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან.

განათლების მიმართულებით ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილელები იქნა მიღებული, ეს რეფორმა არ არის.