თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, ბაიდენი თანახმაა პუტინს შეხვდეს – თეთრი სახლი

სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შორის შეხვედრა კვირის ბოლოს ევროპაშია დაგეგმილი, იმ პირობით, თუ რუსეთი არ განაგრძობს სამხედრო მოქმედებებს. პრეზიდენტი ბაიდენი, პრინციპში დათანხმდა ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას, თუ შეჭრა არ მოხდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, აშშ მზადაა დიპლომატიისთვის, თუმცა მზადაა სწრაფი და მკაცრი შედეგების დაწესებისთვისაც.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიპლომატიისთვის. ჩვენ ასევე მზად ვართ დავაწესოთ სწრაფი და მძიმე შედეგები, თუ რუსეთმა ომი აირჩია. ამჟამად, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს მზადებას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის ძალიან მალე განხორციელებისთვის,“- ნათქვამია ჯენ ფსაკის განცხადებაში.