“ჩვენ მას აუცილებლად დავუჭერთ მხარს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია, იმედს იტოვებს, რომ თანაგუნდელები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადავადებასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ და დასძენს, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობაში კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მას და მის გუნდს სხვა სამოქმედო გეგმაც გააჩნიათ.

ბესელიას განმარტებით, ის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, რათა კონსტიტუციაში მოხდეს ცვლილებები და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს სესიაზე განიხილავენ, სადაც დეპუტატებმა საკითხს პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.

უკვე ცნობილია, რომ ენმ ბესელიას კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ამის შესახებ რომან გოცირიძემ განაცხადა.

“ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღეს ქვეყნისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი ინიციატივა და ეს არის უმრავლესობის ერთი ნაწილის ინიციატივა, ჩვენ მას დავუჭერთ აუცილებლად მხარს,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს სესიაზე განიხილავენ, სადაც დეპუტატებმა საკითხს პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.