“სოფლების დაცლის პროცესი მართლაც ძალიან მტკივნეულია!..”

დღეს ჩვენი სტუმარია ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინა ფხოველიშვილი.

  1. მას მერე, რაც ფერმერ ქალთა ასოციაციის აქტივობები უფრო გახშირდა, უამრავი დაპირება მიიღეთ, გქონდათ დიდი კონფერენცია და ბაზრობები, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფერმერი ქალები მონაწილეობდნენ, რა შეიცვალა? გამოჩნდნენ თუ არა რეალურად გვერდით მდგომები და პრობლემების მოგვარებაში დამხმარეები?

2018 წლის 27 ივლის ფერმერ ქალთა ასოციაციამ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან.

ხელშეკრულების გაფორმებას წინ უსწრებდა ევროპის დღეებთან დაკავშირებით ერთობლივი შეხვედრები ფერმერებთან 6 რეგიონში, რა დროსაც ფერმერებმა მიიღეს ინფორმაცია DCFTA -ის რეგულაციებისა  და შესაძლებლობების შესახებ.

დაიგეგმა შემდგომი ერთობლივი საქმიანობებიც.

  1. თქვენ ამ მოკლე ხანში კიდევ ერთხელ დაიარეთ რეგიონები, გქონდათ შეხვედრები მეწარმე ქალებთან, დღეს რა პრობლემები აქვთ მათ და რა არის ის პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმა მთავრობის მხრიდან წაადგებათ?

ასოციაციამ, ქალთა ფონდის მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში  განახორციელა კიდევ ერთი საინტერესო პროექტი „ფერმერ ქალთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი სამართლიანობის კუთხით  და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, რომლის ფარგლებშიც მოხდა ფერმერების ინფორმირება გარემოს დაბინძურების სხვადასხვა საშუალებებსა და ბიო პროდუქტების წარმოების მნიშვნელობაზე. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია სხვა რეგიონის ფერმერებშიც, ამიტომ ვფიქრობთ განვახორციელოთ პროექტი, რომელიც განსაკუთრებით მცირემიწიან ფერმერებს საშუალებას მისცემთ გადავიდნენ ბიო წარმოებაზე.

  1. როცა სოფელი ღონიერია, ქალაქიც ძლიერად დგას, ჩვენთან კი სამწუხაროდ იცლება სოფლები, რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ ასოციაციას? როგორ ვუშველოთ სოფელს და როგორ გავუუმჯობესოთ გლეხს პირობები.

სოფლების დაცლის პროცესი მართლაც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, ამიტომ საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულ კავშირთან ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებების შესწავლასა და ჩვენი პირობების გათვალისწინებით სოფლის განვითარების მოდელების შემუშავებაზე, რომელსაც სარეკომენდაციო წინადადების სახით წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას.

  1. უახლოესი აქტივობა, რასაც ფერმერ ქალთა ასოციაცია გეგმავს.

ჩვენ გვინდა პოპულარიზაცია გავუკეთოთ ჩვენი ასოციაციის წევრებს, ამიტომ ვგეგმავთ წარმატებულ ფერმერ ქალებზე  გავაკეთოთ ვიდეო რგოლები, რომლებიც განთავსდება ინტერნეტ სივრცეში. ამავე დროს ვიწყებთ მუშაობას  მოსწავლე-ახალგაზრდებთან სოფლის მეურნეობით მათი დაინტერესების მიზნით.

დღეს ფერმერ ქალთა ასოციაციის ორ წევრს და წარმატებულ ქალს გაგაცნობთ.

ხურმის ჩიფსი – სიახლე!