საქართველოდან შორს მყოფი პატარა ქართველების გულებში აძგერებული სამშობლო

ემიგრანტი ქართველები-სავსენი მონატრებით და ნოსტალგიით, მაგრამ მათ ყველაზე მეტად ის აწუხებთ, რომ თავიანთი შვილები და შვილიშვილები საქართველოდან შორს იზრდებიან და სამშობლოს მხოლოდ ფოტოებით და უფროსების მონაყოლით იცნობენ, მიუხედავად ამისა, ბავშვები გამართულად საუბრობენ ქართულად და მომავალი გეგმებიც სამშობლოს უკავშირდება.

აი, ისინიც – შვედეთში მცხოვრები პატარა ქართველები.

მარიონ მელაძე

ის პატარა ქველმოქმედი გოგონაა, მარიონმა თავისი ხელით გაამზადა ამანათები საქართველოში მცხოვრები თანატოლებისთვის. კარგად სწავლობს, უნდა ცნობილი ადამიანი გახდეს და ყველგან, სადაც კი მოხვდება ამაყად თქვას, რომ ქართველია საქართველოდან.

ტაისია სკანდარაშვილი 

უყვარს კითხვა, ის სტოკჰოლმში გახსნილი ქართული ბიბლიოთეკის ყველაზე პატარა, მეტიჩარა და საყვარელი მკითხველია. თაისიას ჰყავს უმცროსი ძმა-ლუკა, რომელიც წელს, 6 იანვრის ღამეს დაიბადა და ოჯახს შობა მიულოცა.

ტაისიას ერთი სული აქვს როდოს გაიზრდება ლუკა, რომ  ქართული წიგნები წაუკითხოს და ქართული სიმღერები ასწავლოს.

გაგა ჯახაშვილი

მისი ოცნებაა გამოვიდეს ექიმი, იმუშაოს Södersjukhuset – ში და თავისუფალ დროს გამოიგონოს ორი წამალი, „მიგრენის“ და „ლეიკემიის“, მაგრამ როგორც ამბობს, ბედნიერი იქნება თუ იქამდე გამოიგონებენ ამ წამლებს სანამ თვითონ შეძლებს, რადგან უამრავი ბავშვი გამოჯანმრთელდეს და ბავშვური ლაღი ცხოვრება გააგრძელოს.

 ლუკა მამრიკიშვილი

მისდევს სპორტს, უყვარს ფეხბურთი და უნდა ითქვას, რომ კარგი ფეხბურთელისაა. ლუკა ნახევარმცველია.

 რატი ჩიჩუა 

ამ პატარა ვაჟკაცს პოლიტიკოსობა აქვს გადაწყვეტილი, ძალიან უნდა მინისტრი გახდეს, ალბათ გენი ეძახის, რადგან მისი ბაბუაც და ბიძიაც მინისტრები იყვნენ.

საბა მამრიკიშვილი 

გატაცებულია სპორტით. საბა მომავალი მოჭიდავეა და აქედანვე დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ ბიჭს.

 სესილი რამიშვილი 

ნაზი, ჰაეროვანი და სათნო. სესილი უნიჭიერესი მოცეკვავეა, ის ძირითადად „ჰიპ-ჰოპს“ ცეკვავს.

 ნინო, მარიანი და ნერსე გუგენიშვილები

პატარა პრანჭიკელებს თამაშის და გართობის გარდა უკვე მტკიცედ აქვთ არცეული მომავალი პროფესია და საკმაოდ ბევრს კიტხულობენ და შრომობენ მიზნის მისაღწევად, ნინიკოს სიმღერა უყვარს, თუმცა მომღერლობას არ აპირებს და უნდა ადვოკატი გახდეს. მარიამის ჰობია ცეკვა, მომავალ პროფესიად კი ექიმობა აქვს არჩეული, ძალიან უნდა კარგიოლოგი გახდეს და ადამიანებს სიცოცხლე ხელმწორედ აჩუქოს. ნერსე კი 10 თვიდან ჰოკეის თამაშობს.

 ნინი ფანჩულიძე

საუკეთესო მოსწავლეა, მას უკვე არაერთხელ გადაეცა დიპლომი. გოგონას უნდა კარგი განათლება მიიღოს და მერე სამშობლოში კარგ სპეციალუსტად დაბრუნდეს.

ნიკოლოზ და დემეტრე ქართველიშვილები

ნიკოლოზ და დემეტრე ძმები არიან, ორივეს უყვარს სპორტი, თამაშობენ ფეხბურთს. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა უყვარს, ნიკოლოზს მომღერლობაზე არ უფიქრია და მომავალში ექიმობა უნდა. დემეტრეს კი ჯერ მხოლოდ ცეკვა და თამაში იტაცებს.

გიორგი და ალექსანდრე მანჩხაშვილები

გიორგი და ალექსანდრეც ძმები არიან. პატარა ვაჟკაცები ფეხბურთზე დადიან და მომავალშიც სპორტსმენობას აპირებენ.  პატარა ბიჭები დიდი ადამიანებივით ამბობენ, რომ უყვართ სამშობლო და ოდესრაც აუცილებლად დაუბრუნდებიან წინაპართა ფესვებს. როგორც აღმოჩნდა, ორივე ბიჭს ძალიან უყვარს სოფელი და იმ დღეზე ოცნებობენ თავიანთ მშობლიურ სოფელში რომ ჩავლენ.

ლუკა და მაქსიმილიან კევლიშვილები.

ძმები არიან ლუკა და მაქსიმილიან კევლიშვილებიც. ისინიც სპორტით არიან გატაცებულნი და როგორც ყველა ბიჭი, ჩემპიონობაზე ოცნებობენ.

ჯერ ისინი პატარები არიან, მათ გაზრდამდე კიდევ მრავალი წელი ჩაივლის, არავინ იცის საბოლოოდ ვინ რა პროფესიას და საცხოვრებელ გარემოს აირჩევს, მაგრამ ვიცით ყველამ, რომ პატარა ქართველების გულში საქართველო მუდამ იძგერებს.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება