თეთრი სახლისთვის ტრამპისა და პუტინის შეხვედრა სრულიად მისაღებია

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ჯოშ ერნესტი მიიჩნევს, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა სრულიად მისაღებია. მისივე თქმით ბარაკ ობამა რამდენჯერმე შეხვდა პუტინს და არაფერი დასავდება, თუ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრაც შედგება.

-„ბარაკ ობამა პუტინს რამდენჯერმე შეხვდა, ვფიქრობ, ახალი პრეზიდენტის შეხვედრაც რუსეთის პირველ პირთან დროულია“-განაცხადა ერნესტმა ჟურნალისტებთან.

დიმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა მხოლოდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება