მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვისკენ მიემართება

მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვისკენ მიემართება. სააკაშვილთან ერთად, იმყოფება იულია ტიმოშენკოც.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ლვოვში, მხარდამჭერებთან ერთად, აქციის გამართვას აპირებს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, სააკაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი ისინი ავტობუსებისკენ გაემართნენ, რომლითაც ლვოვში ჩასვლას გეგმავენ.

მანამდე შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდეს, სასაზღვრო შემოწმება მას შემდეგ გაიაროს, რაც ადგილზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდება.