ქართველმა 20-წლამდელმა მორაგბეებმა ირლანდიელები დაამარცხეს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მორაგბეებმა ირლანდია 24:20 დაამარცხეს.

“უმცროსი ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში ლელო არსენ მაჩალაძემ, სანდრო სვანიძემ და თედო აბჟანდაძემ დადო. სამწუხაროდ, მეტოქის ბონუს-ქულით დამარცხება ვერ მოხერხდა და საქართველოს ნაკრები მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის იბრძოლებს.