ავღანეთში „თალიბანის“ მიერ ბოლო ორ დღეში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს 74 ადამიანი ემსხვერპლა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ბოლო ორ დღეში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს ავღანეთში 74 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ტერაქტების ობიექტი ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში პოლიციის შენობები და სამთავრობო დაწესებულებები გახდა. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანის“ წევრებმა თავდასხმების დროს დანაღმული ავტომობილები ააფეთქეს და რამდენიმე ადგილას ე.წ. „შაჰიდის ქამრებით“ პოლიციის შენობებში შეჭრა სცადეს. თუმცა, მათი განეიტრალება პოლიციამ შეძლო.

ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სხეულის დაზიანება 200-მდე ადამიანმა მიიღო.