რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში მე-19 საუკუნის ეკლესია და სასაფლაო გაანადგურეს (ვიდეო)

რუსმა სამხედროებმა სოფელ წებელდაში მე-19 საუკუნის ეკლესია და სასაფლაო გაანადგურეს.  აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით სოფლის მიმდებარედ რუსებთან ერთად სწავლება უნდა ცატარებულიყო, ამიტომ მომავალი პოლიგონის ტერიტორია-ეკლესია და სასაფლაო ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს.

ამ დროისთვის სამუსაოები დროებით შეჩერდა, მაგრამ ეკლესია და სასაფლაო ვერარ აღდგება.

დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, განადგურბის საფრთხე წებელდის ისტორიულ ციხე-სიმაგრესაც ემუქრება, რომელიც სამხედრო პოლიგონის მახლობლად მდებარეობს.

კომენტარის დატოვება