„მიხეილ სააკაშვილის მიმართ საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი“ – კელი დეგნანი

მიხეილ სააკაშვილის მიმართ საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პარლამენტის უფლებამოსილება და ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები.

„მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი. არსებობს შესაბამისი წესები და პროცედურები კომისიის შექმნის და ეს არის პარლამენტის უფლებამოსილება. რაც შეეხება მართლმსაჯულებას სააკაშვილთან მიმართებაში, ამაზე ვერ ვისაუბრებ. როგორც ვიცი, სააკაშვილმა საჩივარი გააგზავნა ადამიანი უფლებათა სასამართლოში და არსებობს შესაბამისი პროცედურები, რის მიხედვითაც ეს საკითხები განიხილება. რაც შეეხება კანონის უზენაესობას და კანონთან შესაბამისობას, ჩვენი პოზიცია არის, რომ მის მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა, მოხდეს სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა თუ ამის საჭიროება არსებობს და ასევე, ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს სამართლიანო სასამართლოს პრინციპით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.