ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აიღოს ვალდებულება და მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებას – აპატურაი

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს.

„სწორედ ამიტომ საქართველომ შეთანხმების შესრულება შეიტანა წლიურ ეროვნულ პროგრამაში, რომელიც ეხმარება საქართველოს ნატო-ს შესაძლო წევრობისთვის მომზადებაში. ყველა პარტიამ, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, უნდა აიღოს ვალდებულება და მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, – წერს ჯეიმს აპატურაი.