ალექსანდრე კობაიძე – ,,ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტებს აჯობა, ოპოზიციური სპექტრი, ნებსით თუ უნებლიეთ, პოლიტიკურ ანკესს წამოეგო

პარტია ,,პროგრესული საქართველოს“ ლიდერის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა „ქართულმა ოცნებამ”  მოახერხა და ოპოზიცია შეიყვანა თავის ველში.

მისივე თქმით,  მმართველმა პარტიამ , ოპოზიცია თავის პოლიტიკურ ველში შეიყვანა.

,,ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებს დაარქვა სახელი, რომ ის ლეგიტიმურია, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ოპოზიციის ის სპექტრი, რომელიც ახლა პარლამენტშია. ეს ერთი ნაბიჯი გადადგა ,,ოცნებამ“ და ოპოზიცია თავის ველში შეიყვანა. ფაქტია, რომ მმართველი პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ფუნქციონირებს სრულფასოვნად, როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფალი, მეტი რა არის სრულფასოვნება? ეს ნიშნავს, რომ  ოპოზიციური სპექტრი, ნებსით თუ უნებლიეთ, პოლიტიკურ ანკესს წამოეგო“. – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე განმარტებით ის პარტიები, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა მოახერხეს,  შემდეგ არჩევნებზე იმავეს ვეღარ შეძლებენ.

,,ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი იყო, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში. გამოდის, რომ მათ გადააგდეს საკუთარი ამომრჩეველი, წავიდნენ საკუთარი ნების წინააღმდეგ და აღმოჩნდნენ თავისივე მოთხოვნების მსხვერპლნი. აქედან გამომდინარე მათ აღარ ეყოლებათ ის ერთი თუ ორი პროცენტი ამომრჩეველიც კი,“ – განმარტავს ,,პროგრესული საქართველოს“ ლიდერი ალექსანდრე კობაიძე.