„ალ ჯაზირას” ცნობით, ღაზას სექტორში, ისრაელის იერიშის შედეგად 24 პალესტინელი დაიღუპ მათ შორის 9 ბავშვი

ტელეკომპანია „ალ ჯაზირას” ცნობით, ღაზას სექტორში, ისრაელის ავიაერიშის შედეგად 24 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი.

არსებული ინფორმაციით, დანგრეული სახლები და შენობა-ნაგებობები.  დაშავებულების შეასხებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე, ისრაელის არმიის „ტვიტერზე” გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ღაზას სექტორში მყოფი მოძრობა „ჰამასის“ მებრძოლების პოზიციებზე მიიტანეს იერიში. ისრაელელი სამხედროების თქმით, ჰამასის წევრებმა ღაზის სექტორში ანტისატანკო რაკეტების გამშვები დანადგარები განალაგეს.

ისრაელის და ღაზას სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა.