ეკონომიკამთავარიუცხოეთი

დასახელდა ქვეყნები, სადაც ყველაზე ბევრი ხანდაზმული ადამიანი მუშაობს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც 65 წელს გადაცილებული ყველაზე ბევრი ადამიანი მუშაობს.

რეიტინგის ლიდერი ირლანდიაა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56,3%) მუშაობას 65-დან 69 წლამდე აგრძელებს.

სიაში მეორე ადგილზე ინდონეზია(50,6%), მესამეზე კი 45%-ით სამხრეთ კორეაა.

ათეულში ასევე მოხვდნენ იაპონია, ჩილე, ისრაელი, მექსიკა, ჩინეთი და ინდოეთი.

ორგანიზაციამ ის ქვეყნებიც დაასახელა, სადაც 65 წლის ზემოთ ასაკის ყველაზე ცოტა ადამიანი მუშაობს. ესენია: ლუქსემბურგი, უნგრეთი, ბელგია, სლოვენია და სლოვაკეთი.