მეცნიერებმა მარტოხელობის მიზეზს მიაგნეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  ადამიანებს ცხოვრების თანამგზავრის არჩევის იმიტომ კი არ რცხვენიათ რომ ასეთი ხასიათი აქვთ, არამედ პრობლემა ევოლუციურ პროცესებშია. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალმა Personality and Individual Differences-მა   გამოაქვეყნა.

მკვლვარების აზრით, სქესობრივ მიმზიდველობას გენურ დონეზე ინსტიქტები განაპირობებს. ის ადამიანებს იმ პირობებში უყალიბდებოდათ, რა პირობებშიც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ. თუმცა ბოლო ასწლეულის განმავლობაში ეს პირობები კარდინალურად შეიცვალა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამგვარი ინსტიქტების დიდი ნაწილი ადამიანებს მაშინ წარმოეშობოდათ, როცა მათ ოჯახის წევრები საცოლეს ან საქმროს შეურჩევდნენ. ახლა ამ საქმით ისინი თავად არიან დაკავებულები და ჯერ კიდევ საკმარისი დრო არ გასულა ამ ახალ რეალობასთან შესაგუებლად და შესაბამისი ინსტიქტების გამოსამუშავებლად.