“მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით“ – დეპუტატმა მრავალშვილიან ოჯახს ბარბარობა მიულოცა

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე საბურთალოს გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად საირმის გორაზე მცხოვრებ ჭინჭარაულების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა  ბავშვებს ბარბარობა მიულოცა, საჩუქრად კი ტკბილეული და სათამაშოები გადასცა.  ჭინჭარაულების ოჯახს 7 შვილი, 2 გოგონა და 5 ბიჭი ჰყავს.

„ მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ბარბარობის დღსასწაული, ვუსურვო სულიერი მხნეობა და გაძლიერება. დღეს ჩვენ მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ და ბავშვები მცირედით გავახარეთ, მინდა მივულოცო ჩვენს მრავალშვილიან ოჯახს დღევანდელი დღე, ბედნიერებას და სიკეთეს ვუსურვებ მათ, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას, ხშირად მოვინახულებთ და მათ გვერდით ვიქნებით“.