ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ ჰქონდა!

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა ირაკლი ანცულაიამ „რეაქციაში“ განაცხადა, რომ დეკანოზს ციანიდი ჩაუდეს.

-„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ-მამა გიორგი მამალაძეს  ციანიდი არ ჰქონდა და არავის მკვლელობას არ გეგმავდა. ვაცხადებ, რომ საერტოდ არ არის საუბარი სასულიერო პირზე.

გავა დრო, და მე, როგორც მოქალაქეს ჩემს სიტყვებს წინ დამიდებენ, მე ვარ არა მარტო ადვოკატი, არამედ მოქალაქეც. მამაოს ბრალი აბსურდია!“