პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაძლოა , პოსტი დატოვოს

მარიამ ახალკაცი

პრემიერ-მინისტრმა გახარიამ შესაძლოა, პოსტი დაოტვოს. ინფორმაციას ამის შესახებ აქტიურად ავრცელებენ საინფორმაციო სააგენტოები. მედიასაშუალებები წერენ, რომ ამ საკითხზე საუბარი უკვე შედგა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში.

ოპოზიციაში გახარიას შესაძლო გადადგომას აფასებენ და აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდი კიდევ უფრო სუსტდება.

“ბოლო 6 თვის განმავლობაში ივანიშვილმა დაკარგა პრაქტიკულად ნახევარი გუნდი. ყველა პოლიტიკური ფიგურა, სპიკერი ვინც ჰყავდა, მას ეკარგება. მიზეზი არის ის, რომ ან მას უჭირს ამა თუ იმ ფიგურის შენარჩუნება და ის იძულებულია გაწიროს ის ფიგურები, ან მას ტოვებენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული რეპუტაცია”,-აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზურაბ მელიქიშვილი კი ამბობს, რომ როგორც ყოფილი, ისე მოქმედი პრემიერი რუსეთის ინტერესებს ატარებენ და თუ გახარია პოსტს დატოვებს, ეს ხალხის მოთხოვნის გათვალისწინებით არ იქნება ნაკარნახები.

“ეტყობა რაღაც მას აღარ მოსწონს მასში და სწორედ ამიტომ განახორციელა და არა იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ალხის მოთხოვნა გავრილოვის ღამის შემქმნელების დასჯასთან დაკავშირებით. ორივე მათგანი არიან ჩვეულებრივი რუსული ინტერესების განმახორციელებლები”,-აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.