ირაკლი მამალაძე: მეუფე პეტრე არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს

პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დღეს პირველად აცხადებს, რომ მეუფე პეტრე არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს. ამით ის გამოეხმაურა იმ ვაიბერ-მიმოწერას, რომელიც მეუფე პეტრემ ტელევიზიებს გადასცა.

-„მეუფე პეტრე არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს და ეს მიმოწერა არის უბრალოდ თვალის ახვევა და თვალთმაქცობა!“

მისივე თქმით, თუ დეკანოზი უდანაშაულოა, უნდა გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას, რომ მამაო უდანაშაულოა.