წყლებში არსებული ნარჩენების გამო ყოველწლიურად 1000-ზე მეტი კუ კვდება

ზღვებსა და ოკეანეებში პლასტმასის ნარჩენებისგან ყოველწლიურად 1000-ზე მეტი კუ კვდება. კვლევის მიხედვით, რომელიც ბრიტანელმა მკვლევრებმა ჩაატარეს, პლასტმასის ნარჩენები გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის წყლის ბინადარი კუს სიცოცხლეს, ვიდრე წყალში ჩაღვრილი ნავთობი. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ნაპოვნი მკვდარი კუების 91% ნარჩენებში იყო გახლართული.

წყლებში არსებული ნაგვის გამო, ისინი სხვადასხვა სახის ჭრილობებს იღებენ, რომელთა გამოც კარგავენ კიდურებს, ზოგ შემთხვევაში ჯავშანს. გადარჩენილი კუების ნაწილი კი იძულებულია მათ სხეულზე გამობმული ნარჩენებით გადაადგილდეს წყალში.