„თუ ხელისუფლება ამნისტიას შეახებს სამოქალაქო დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, მან ასევე  უნდა შეახოს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებსაც” – ალექსანდრე კობაიძე

უფლებადამცველი ალექსადრე კობაიძის განმარტებით, მმართველი პარტია არ ასრულებს ხალხის დაკვეთას და პატიმრები ისევე როგორც მოსახლეობა, „გადაგდებული” რჩება .

,,პატიმრები არიან ხელისუფლების მხარდამჭერები. მათ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება მოაგვარებს მათ პრობლემას. სამწუხაროდ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ადამიანები არიან „გადაგდებულები”. ბატონი სარჯველაძე დაპირდა მსჯავრდებულებს, რომ ამნისტია აუცილებლად იქნებოდა. რეალურად, ის არათუ მოსახლეობა, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებს დაპირდა ამნისტიის თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საზოგადოების დაკვეთა“. – განაცხადა უფლებადამცველმა.

მისივე განმარტებით, ამნისტია უნდა შეეხოს პირთა წრეს და არა კონკრეტულ ადამიანებს.

,,პრეზიდენტმა შეიწყალა რურუა, ოქრუაშვილი, უგულავა. თუ ხელისუფლება ამნისტიას შეახებს სამოქალაქო დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, მან ასევე  უნდა შეახოს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებსაც. თუმცა. როგორც ჩანს ,,ქართული ოცნება“ სრულიად აცდენილია ჩვენი მოსახლეობის პულსს.“- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.