წყალმომარაგების პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა — მაია ცქიტიშვილი

მარიამ ახალკაცი

ინფრასტრუქტურის მინისტრის და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, წყალმომარაგებაში წარმოქმნილი პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა, რაც წყლის მარაგებზე აისახა.

მინისტრის განმარტებით, წყლის პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ზამთრის კურორტებზე დამსვენებელთა “პიკური მაჩვენებელია.”

“ახალი წლის დღეებში, როცა დამსვენებელთა პიკური მაჩვენებელია, მოხმარება რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისად, გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომელიც სათავე ნაგებობებზე მაღლაა. ბაკურიანში, რეალურად, მხოლოდ ორ ქუჩაზე გვაქვს პრობლემა და იქაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი, მოხდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის მოწყობა და იქედან წყლის მიღება, ამ ეტაპზე ტუმბოებს აყენებენ, რათა წყლის სისტემაში გაშვება მოხერხდეს. ველოდებით, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება,”— განაცხადა მაია ცქიტიშვილმა