მეუფე დიმიტრი ჟურნალისტებს: კარგი ქენით, წირვას რომ დაესწარით, ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ

მარიამ ახალკაცი

„აი, რა კარგი ქენით წირვას რო დაესწარით!“, – მიმართა საშობაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. „ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ!“, – უთხრა მან მედიის წარმომადგენლებს, რომელებიც თავის მხრივ დაინტერესდნენ, რატომ გამოარჩია მეუფემ ისინი სხვებისგან.

„ყველაზე მეტად ჩვენ რატომ გვჭირდება?“-იკითხეს ჟურნალისტებმა.

„რატომ? ჩვენსავით ცოდვილები ხართ და იმიტომ“, – უპასუხა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას შეკითხვები დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით დაუსვეს.