ბათუმში ალილოს მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა

მარიამ ახალკაცი

ბათუმში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. გზადაგზა მათ მრევლიც უერთდება.

ალილოს მონაწილეებს რიგით ბათუმელებთან ერთად საშობაო საჩუქრებს, სხვადასხვა კომპანია და სახელმწიფო სტრუქტურებიც გადასცემენ.

შემოწირულობებს ალილოს მონაწილეები ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებს გადასცემენ.