ზელენსკი – უკრაინული და რუსული მხარეები ერთმანეთს უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან, შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა.

საუბრის დასრულების შემდეგ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული და რუსული მხარეები ერთმანეთს მდინარე პრიპიატთან, უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე შეხვდებიან.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინაპირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან.

ალექსანდრე ლუკაშენკო იღებს პასუხისმგებლობას ბელორუსის ტერიტორიაზე დისლოცირებული ყველა თვითმფრინავის, ვერტმფრენის და რაკეტის ადგილზე დარჩენაზე, უკრაინული მხარის გაადგილების, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს.