ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ.

„ნატო-ს წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გადაიყვანონ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მოვალეობის სპეციალურ რეჟიმში“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.