იტალია უკრაინას 110 მილიონი ევროთი დაეხმარება

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, იტალია უკრაინას 110 მილიონი ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ მინისტრამ სოციალრ ქსელში დაწერა.

„ვესაუბრე ჩემს კოლეგას უკრაინაში, დმიტრო კულებას. ჩვენ ახლახანს მოვაწერეთ ხელი რეზოლუციას, რომელიც კიევის მთავრობისთვის 110 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გაცემას ითვალისწინებს. ეს დახმარება იქნება როგორც იტალიის სოლიდარობისა და მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებთანაც ჩვენ ძმურ ურთიერთობა გვაკავშირებს,” – დაწერა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ „ტვიტერზე”.