„ჩვენ მზად ვართ მათ დასახვედრად” – რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკის დიდი კოლონა კიევისკენ მიემართება

რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკის უზარმაზარი კოლონა კიევისკენ მიემართება – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ იციან მტრის გეგმების შესახებ და მზად არიან მოგერიებისთვის.

„თუ ვსაუბრობთ ქალაქ კიევზე, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჯავშანტექნიკის საკმაოდ დიდი კოლონა, ნიშნით “V”, მიემართება ქალაქ კიევისკენ. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ ვიცით სად მიდიან ისინი და მზად ვართ მათ დასახვედრად,”- განაცხადა ვადიმ დენისენკომ.