„გოსტომელზე რუსული ჯარების საჰაერო თავდასხმის შედეგად, უკრაინული წარმოების თვითმფრინავი AN-225 „ოცნება“ განადგურდა” – გერაშჩენკო

უკრაინელი ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის ირინა გერაშჩენკოს თქმით, გოსტომელზე რუსული ჯარების საჰაერო თავდასხმის შედეგად, უკრაინული წარმოების თვითმფრინავი AN-225 „ოცნება“ განადგურდა. ამის შესახებ იგი ტელეგრამ არხზე წერს.

„გოსტომელზე რუსული ფაშისტური ჯარების საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი უკრაინული წარმოების AN-225 თვითმფრინავი „ოცნება“.

„ოცნება” უკრაინული ავიაციის სიამაყე იყო. მან  მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ჰუმანიტარული საქონელი, კომერციული ტვირთი გადაიტანა. ჩვენი შეიარაღებული ძალები შურს იძიებენ პუტინზე„ოცნების” გამო,” – წერს გერაშჩენკო