ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს

ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უმრავლესობა მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განუცხადა.

„ორი დეპუტატის შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საკითხებზე, გაცდენებზე. მესამე დეპუტატისბ შემთხვევაში საუბარია სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.