„ლუციფერის მხილება” – პარლამენტის აპარატი ანტიდასავლურ წიგნებს არიგებს

პარტია „ლელო – საქართველოსთვის” წევრი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ  საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს წიგნს სახელწოდებით  – „ლუციფერის მხილება”.

კუპრაძის ინფორმაციით, წიგნის ავტორი ანტიდასავლელი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილია.

„გაგიჟდა ქართული ოცნება, საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს ამ წიგნს პარლამენტარებთან და ფრაქციებში!

გიჟი, შეთქმულების თეორიის, ანტიდასავლელი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნია, გამომცემლის გარეშე, ტირაჟის გარეშე და უფასოდ ავრცელებენ.

ამერიკა, როგორც ლუციფერი, ებრაელების შეთქმულებები და მსოფლიო გადატრიალება.

ავად არიან ქოცები და საქართველოს პარლამენტი” – წერს კუპრაძე.