დავით სერგეენკო – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა საბაბად გამოიყენა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო

პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა საბაბად გამოიყენა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო.

„ბოლო პლენარულ სხდომებზე ვნახეთ, რომ ეს ადამიანები კონსტრუქციული ოპონირებისკენ მოწოდებული არ იყვნენ. ისინი თავიდანვე მოწადინებულნი იყვნენ ამისკენ და შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა საბაბად გამოიყენეს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ოპოზიცია ოპონირებაში უნდა იყოს ხელისუფლებასთან, რადგან ეს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი სწორი გზაა“, – განაცხადა სერგეენკომ.