მედიის ცენზურა რუსულ სტილში | რა შეზღუდვები ამოქმედდება პარლამენტში ჟურნალისტებისთვის

“ქართული ოცნების” ხელისუფლება მედიის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. ამჯერად, ივანიშვილის პარტიის გადაწყვეტილებით, პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ახალი შეზღუდვები დაწესდება.

ჟურნალისტები ვალდებული იქნებიან, შეწყვიტონ ინტერვიუ, თუ რესპოდენტი ამის სურვილს გამოხატავს. ასევე, პარლამენტის დეპუტატებს ექნებათ  უფლება არ უპასუხონ მედიის კითხვებს.

თუ ჟურნალისტი ამ წესებს არ დაემორჩილება, მას საპარლამენტო აკრედიტაცია შეუწყდება.

რეპრესიული წესდება პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.