პარლამენტმა ომბუდსმენად ნინო ლომჯარია აირჩია

პარლამენტში დეპუტატების უმრავლესობამ სახალხო დამცველად  (96 ხმა  5-ის წინააღმდეგ) ნინო ლომჯარია აირჩია.  “პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილ გიორგი ფოფხაძეს მხოლოდ 20 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 27 ხმა დაფიქსირდა.

ახლადარჩეული ომბუდსმენი პარლამენტმა 5 წლის ვადით აირჩია. ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას 8 დეკემბრიდან შეუდგება.