ძვირფასო პარტნიორებო, თუ არ გსურთ სიზმარში მოკლული უკრაინელი ბავშვების მკვდარ თვალებს ხედავდეთ და გრძნობდეთ წვას მარიუპოლიდან, გადადგით ეს 4 ნაბიჯი – მიხაილო პოდოლიაკი

ძვირფასო პარტნიორებო, თუ არ გსურთ სიზმარში მოკლული უკრაინელი ბავშვების მკვდარ თვალებს ხედავდეთ და გრძნობდეთ წვას მარიუპოლიდან, მხოლოდ 4 ნაბიჯია გადასადგმელი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ ომის მიმდინარეობა შეცვალონ.

„გადასადგმელია მხოლოდ 4 ნაბიჯი: თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, იმ შემთხვევაში თუ ცის ჩაკეტვა არ შეგიძლიათ; ფრთოსანი რაკეტები/საბრძოლო მასალა მძიმე რეაქტიული სისტემებისთვის; მკაცრი ემბარგო ნავთობზე; რუსეთის ფედერაციის გემებისთვის პორტების ტოტალური ჩაკეტვა,“ – განაცხადა პოდოლიაკმა.